ფეხბურთი

22:00 | 16.09.2019 | ნანახია 766 - ჯერ

ფერლან მენდი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა

მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა ფერლან მენდიმ წარსული გაიხსენა და თქვა, რომ 14 წლის ასაკში ფეხის ამპუტაციის საშიშროების წინაშე იყო. თუმცა, ფრანგმა პრობლემები დაძლია და გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდა.

„2017 წელს „პსჟ მიწვევდა, მაგრამ „ლიონთან“ კარგა ხნის შეთანხმებული ვიყავი და როდესაც გუნდი გვიან დაგიკავშირდება, ეს ნიშნავს, რომ მისთვის პირველი არჩევანი არ იყავი.

ჩემი კარიერის ყველაზე რთული პერიოდი მაშინ იყო, როდესაც ბარძაყის პრობლემა მქონდა და პსჟ-ს აკადემიაში ვთამაშობდი. ექიმმა მითხრა, რომ შესაძლო იყო ფეხის ამპუტაცია მომხდარიყო.

როდესაც „რეალთან“ კონტრაქტი გავაფორმე ჩემთან ერთად დედაჩემი და ჩემი და იყვნენ. დედაჩემი ჩემით ძალიან ამაყი იყო“, - უთხრა მენდიმ ფრანგულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ მენდი „რეალში“ „ლიონიდან“ გადავიდა და ჯერჯერობით „სამეფო კლუბის“ ღირსება ერთხელ დაიცვა.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.143066
766