ფეხბურთი

20:16 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი დაბრუნდა

კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერი და კაპიტანი ლიონელ მესი დაუბრუნდა. არგენტინელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და „დორტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის განაცხადშიც მოხვდა.

მოგეხსენებათ, ლიონელმა ტრავმა პრესეზონის ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.

ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, რომ „დორტმუნდთან“ ძირითად შემადგენლობა იქნება, მაგრამ გამოჯანმრთელდა და თამაშისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონა“ „დორტმუნდს“ 17 სექტემბერს დაუპირისპირდება.

0.112825