ფეხბურთი

18:32 | 16.09.2019 | ნანახია 2099 - ჯერ

16 წლის მატჩის გმირი - "საბურთალომ" ქულები დაკარგა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გადადებული შეხვედრა თბილისის „საბურთალოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის დღეს გაიმართა.

ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, თუმცა მეტწილად მაინც მასპინძლებისთვის, რადგან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საჩემპიონო რბოლაშია ჩაბმული და ახლა, როდესაც სეზონის დასრულებამდე არც ისე ბევრი დარჩა, თითოეული ქულა ძვირად ფასობს.

თუმცა, „საბურთალომ“ 16 წლის დავით ასათიანის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ასათიანი „ტორპედოს“ მეკარეა, რომელსაც დებიუტი წინა ტურში „ჩიხურასთან“ ჰქონდა, ახლა კი მეორედ მოუწია ტრავმირებული როინ კვასხვაძის შეცვლა. თინეიჯერმა კიპერმა ჩინებული შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთან და საკუთარი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

თუმცა კი, პირველი ტაიმის მიწურულს ბურთი ვერ შეიმაგრა ხელში და მასპინძლებმა გაიტანეს. მაგრამ მსაჯმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ძნელი სათქმელია იყო თუ არა წესის დარღვევა. ამ ეპიზოდზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ „ტორპედომ“ საპასუხო იერიში დაიწყო, რომელიც უკვე „საბურთალოს“ კარის აღებით დასრულდა. თბილისლებმა დაცვაში საშინლად ითამაშეს და მოსიაშვილის დარტყმამ მიზანს მიაღწია.

„საბურთალომ“ ბუნებრივია მეორე ტაიმში წეზოლა გააძლიერა, მაგრამ ოდენ 79-ე წუთზე გაათანაბრა. გრიგოლ ჩაბრაძის ჩაწოდების შემდეგ მარცხენა მცველს ხელი ვერავინ შეუშალა. ბოოს ჭიაბრიშვილის გუნდს მოგებაც შეეძლო, მაგრამ 90-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. ოგნიენ როლოვიჩს 16 წლის მატჩის გმირმა ასათიანმა აჯობა და ქუთათურებს ქულა მოუტანა.

შედეგად, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ძალზე დაძაბული ვითარებაა. ბათუმის „დინამოს“ 55 ქულა აქვს, „დინამო თბილისს“ 54, „საბურთალოს“ – 51. თბილისურ გუნდებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, რომელსაც სხვათა შორის ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მოსიაშვილი (45), 1:1 ლაკვეხელიანი (79)


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:08 | 17.09.2019
XoMe (1384)

ცქიფო ყავთ ამათ ბავშვებში და იასნია კარგები იქნებიან ძაან დონეა ცქიფო

09:03 | 17.09.2019
vashla (1205)

აღარ ყავთ

22:08 | 16.09.2019
რაჭა (10043)

კიდე ერთხელ გამოგვადგა ტორპედო..მადლობა
წარმატებები ქუთათურებს

22:32 | 16.09.2019
რაჭა (10043)

ახლა ვნახე საბურთალოს მე-2 გოლი მგონი უსამართლოთ არ ჩათვალეს...საბურთალო ყველაფრის ღირსია მაგრამ სამართალი უპირველესია..DDD

23:09 | 16.09.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

პირველი გოლიც 100% იყო

20:06 | 16.09.2019
lagashi (6738)

ეჰ სად არ ვარ მილიონერი..ხომ სულზე მოუსწრებდი ტორპედოს ა .

19:59 | 16.09.2019
kent545 (256)

Rolovich sheni dedac

19:45 | 16.09.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ბიჯოოო...ლანჩხუთში ქალთა ლიგის თამაშზე უფრო ბევრი მაყურებელი მივიდა ვიდრე ჩვენი სასახელო ჩემპიონის თბილისში

19:36 | 16.09.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ბათუმი სულმოუთქმელად გელით სომხების ნაშებს

20:05 | 16.09.2019
lagashi (6738)

19:56 | 16.09.2019
Sport With pleasure (4571)

+

19:59 | 16.09.2019
Sport With pleasure (4571)

ამ რეპლიკებით მოიხსენიეთ ეს ბო#ბი სტადიონიდან

19:35 | 16.09.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

მაგარი თამაში იყო,გუშინდელ მილანის სვარკას 1000ჯერ ჯობდა

19:34 | 16.09.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

მადლობა ასათიანი!!!

19:33 | 16.09.2019
vashla (1205)

ჩხეტო მარცხენა მცველად ნებიერიძე გყავს ასეთი მაგარი ფეხბურთელი და რატომ არ ათამაშებ ? ნადარაია ჯობია შენი აზით ?

19:16 | 16.09.2019
Rens7114 (60)

კარგია საბურთალოს ქულების დაკარგვა არაფერი ესაქმება ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე. მაგას სჯობს რომელიმე დინამო გახდეს ჩემპიონი

19:00 | 16.09.2019
ირაკლი1986 (2288)

ეს გუნდი მაინც შენარჩუნდეს და ერთხელ და საბოლოოდ გამოუჩნდეს ამ გუნდს პატრონი,სანამდე უნდა იყოს გაურკვევლობა და სიღატაკე გუნდში....

18:52 | 16.09.2019
mushni (93569)

ჩაჩავა კიდევ ერთხელ მოგიკითხა დედაშენის ამ გუნდის დაშლისთვის...

19:14 | 16.09.2019
mjgiri (8951)

გიერთდები

0.132537