2020 წლის იანვარში ახალი საჩოგბურთო ტურნირი ATP Cup დაიწყება, რომელიც ავსტრალიის სამ ქალაქში ბრიზბენში, პერსსა და სიდნეიში გაიმართება.
დღეს ტურნირის წილისყრა გაიმართა, საქართველოს მეტოქე ესპანეთი და იაპოანია ინქება, ხოლო ჯგუფის მეოთხე წევრი მოგვიანებით გაირკვევა.
საქართველოს ტურნირზე ასპარეზობა ნიკოლოზ ბასილაშვილის დასმახურებაა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზეა, ნიკასთან ერთად ტურნირზე ალექსანდრე მეტრეველი იასპარეზებს. ესპანეთის ნაკრებს რაფაელ ნადალი და რობერტო ბაუტისტა-აგუტი წარადგენენ. იაპონიას - კეი ნიშიკორი და მსოფლიო რეიტინგის 58-ე ნომერი იოშიჰიტა ნიშიოკა.
ჯგუფში ორი ინდივიდუალური მატჩი და ერთიც წყვილებს შორის დაპირისპირება გაიმართება. შემდეგ ეტაპზე პირველადგილოსნები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ და ტურნირი მეოთხედფინალური ეტაპიდან გაგრძელდება. ფინალური ეტაპი სიდნეიში გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 22 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე, ამ ქვეყნებიდან, ყველაზე პატარა და სუსტი ქვეყანა ჩვენ ვართ..
შვეიცარიის, ესპანეთის და სერბეთის გარდა ყველასთან გვექნებოდა თანაბარი შანსი ეხლა რომ ლაბაძის კალიარის გვყავდეს მეორე მოთამაშე. ანუ წყვილებში შეიძლებოდა მოგვეგო 1:1-ზე
პირველ რიგში, მადლობა ბასილას ასეთი დონის ასპარეზზე რომ გაყავს საქართველო, იმედია სულ სხვა მუხტითა და მონდომებით ითამაშებს. ძალიან კარგი სიახლეა ეს ტურნირი, არ მოვიწყენთ ჩოგბურთის მოყვარულები, ძალიან ბევრი ტოპ თამაში იქნება. ისე მართლა, ოდნავ პრაგმატიზმი ხომ არ ჯობია ესპანეთთან და მეტრეველი ხომ არ ვათამაშოთ რაფასთან? ნიკამ თუ დაამარცხა აგუტი, რაღაც პატარა შანსი იქნებ გაგვიჩნდეს?![](/img/Smileys/4.gif)
++++++++++
ჩემი აზრით ჯობია კი. რადგან არარეალურად მიმაჩნია რომ მეტრეველმა აგუტს თუნდაც წინააღმდეგობა გაუწიოს. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან აუცილებლად მეტრეველი უნდა ვათამაშოთ და ბასილას შედარებით სუსტებთან ქულები ავაღებინოთ
მგონი, ჩვენს არჩევანზე არაა დამოკიდებული - პირველი ნომრები შეხვდებიან ერთმანეთს.. არამგონია, "მეტრი" ნადალს შეახვედრონ ))
იაპონიასთან იქნება მოგების შანსი
რას გვერჩის ბასილაშვილი.. ხომ ვიყავით ჩვენთვის წყნარად "ჭ" ლიგაში?..![](/img/Smileys/4.gif)
მეტრეველი ნადალთან შეხვედრას კბილებალესილი ელოდება..
აუუუ რა წავააა ნეტა ერთ გეიმს თუ მოუგებს დდდდდდდდდდდდდდ
დდდდდდდდდდდდდდდდდდდ