ფეხბურთი

12:15 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის ჰეთ-თრიკი და რეკორდი (+VIDEO)

MLS-ის 30-ე ტურის მატჩში "ლოს ანჯელეს გალაქსიმ" შინ "სპორტინგ კანზას სიტი" 7:2 გაანადგურა. ლოს ანჯელესელების შვედმა შემტევმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ზლატანს მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 26 გატანილი გოლი დაუგროვდა და "გალაქსიში" ერთ სეზონში ყველაზე მეტი გატანილი გოლი აქვს. აქამდე რეკორდი კარლოს რუისს ეკუთვნოდა, რომელმაც 2002 წელს 24 გოლი გაიტანა.

MLS-ის რეკორდი, ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, ჯოზეფ მარტინესს ეკუთვნის, რომელმაც 2018 წელს "ატლანტა იუნაიტედის" მაისურით 31 გოლი გაიტანა. იბრას მათავარ რეკორდამდე ხუთი გოლი აშორებს, რისთვისაც ოთხი შეხვედრა აქვს დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114429