სხვა

11:45 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ რთულ ვითარებაშია (+VIDEO)

აკი ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღეს კვლავ დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელი. გაგამარუ ჯურიოს მე-11 ნომერ კოტონოვაკას დაუპირისპირდა და იორიკორის ილეთით წააგო. ქართველი გოლიათი რთულ სიტუაციაშია და მიმდინარე ბაშოს ერთ-ერთ ლიდერთან უშანაოდ იყო.

ეს აღნიშნული წყვილის მეორე დაპირისპირება გახლდათ და ურთიერთშეხვედრებში გაგამ ორივე ორთაბრძოლა წააგო. რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს, მას შემოდგომის სუპერტურნირზე 7 მოგების საპირისპიროდ, 2 მარცხი აქვს.

ჯუღელს 3 გამარჯვების წილ 6 წაგება დაუგროვდა და დადებითი ბალანსის განადღება თითქმის შეუძლებელია. ამისთვის ჩვენებურს დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან 5-ის მოგება მართებს, თუმცა ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ 3 გამარჯვება სჭირდება.

გაგამარუს ხვალინდელი მეტოქე კი ჯურიოს მე-14 ნომერი ასაგიოკუსეი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე გაგას მსგავსად 3 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს. ურთიერთშეხვედრებში კი აქამდე ერთხელ შეხვედრილან და აღნიშნული ორთაბრძოლა ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა.

თეგებიგაგამარუ
0.12026