თამაშგარე

10:14 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი მადრიდს ემშვიდობება

ამასწინათ ცნობილი გ,ახდა, რომ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი გულისსწორი, რუს-თათარი მოდელი რინა შეიკი საბოლოოდ ემშვიდობება მისთვის ესოდენ დანავსულ ქალაქ მადრიდს და კრიშტიანუს მიერ შვიდი წლის წინ მისთვის ნაჩუქარი ვილის გაყიდვას აპირებს.

იყო დრო, როდესაც ირინაცა და რონალდუც ესპანეთის დედაქალაქში ერთად ტკბილად ცხოვრობდნენ და ამ თანაცხოვრების დროს დაბადების დღეზე მაშინ ჯერ კიდევ მადრიდის “რეალის“ ფეხბურთელმა კრუშტიანუმ მადრიდის გარეუბანში მდებარე საყვარელ ქალს ხუთ მილიონ ევროდ შეფასებული ვილა აჩუქა.

ნაჩუქარ სახლში კრიშიანუს და ირინას ერთად არ უცხოვრიათ, თუმცა რონალდუსთან დაშორების შემდეგ ირინამ ცოტა ხნის მანძილზე თავის მომდევნო სატრფოსთან, მსახიობ ბრედლი კუპერისთან გაატარა გარკვეული პერიოდი. ახლა, როდესაც ბრედლიც წარსულში დარჩა, როგორც ჩანს სახლი მხოლოდ ავი მოგონებების ამშლელი გახდა და ირინამ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა.

0.153401