ფეხბურთი

3:40 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძემ შვეიცარიის თასზე გაიტანა

შვეიცარიის თასის მერვედფინალში ითამაშებს ოთარ კაკაბაძის „ლუცერნი“, რომელმაც 1/16 ფინალში სტუმრად „ვოლენი“ პრობლემების გარეშე, 4:0 დაამარცხა.

ქართველი მცველი მოედანზე მერვე წუთზე შვეგლერის ნაცვლად გამოჩნდა და ანგარიშიც სწორედ მან გახსნა. ეს 54-ე წუთზე მოხდა, როდესაც შეტევაში შედეგიანად ჩაერთო და მასპინძელთა რბევას სათავე დაუდო.

აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში გოლის გატანა პირველად მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114544