ფეხბურთი

20:04 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტური ჩემპიონობისთვის მებრძოლი „დინამო თბილისისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩით დასრულდა.

ბუნებრივია, ფელის ვისენტეს გუნდი ამ შეხვედრაში უდაო ფავორიტად ითვლებოდა და გამარჯვება არც გასჭირვებია. „დინამო“ სწრაფადვე მე-11 წუთზე დაწინაურდა, როცა ლევან კუტალიამ პენალტი უზადოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა.

სტუმართა უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ უფრო გაიზარდა. ჯერ იყო და ნოდარ ქავთარაძემ შორეული დარტყმით გაისროლა, ხოლო მე-60 წუთზე წერტილი ნიკა ნინუამ დასვა. ამჯერად, ნიჭიერ ნახევარმცველს საჯარიმო დარტყმა არ გაუტანია, მაგრამ მეტად ეფექტური გოლი გამოუვიდა, კუტალიას ჩაწოდების შემდეგ ვარდნაში ფანტასტიკური გოლი გაიტანა.

„დინამომ“ ამ გამარჯვებით 54 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოსთან“ ქულამდე შეამცირა სხვაობა და თან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ვიტ ჯორჯია“ კი გასავარდნად განწირულია, რადგან 17 ქულით ბოლო ადგილზეა და ალბათ მხოლოდ დროის ამბავია აღნიშნული საკითხის გაოფიციალურება.

„ვიტ ჯორჯია“ – „დინამო თბილისი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 კუტალია (11, პენ), 0:2 ქავთარაძე (50), 0:3 ნინუა (60)

0.118516