კალათბურთი

19:10 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. ესპანეთმა ფინალში არგენტინა 95:75 დაამარცხა.

არგენტინელებმა ფინალი უშანსოდ წააგეს. სერხიო სკარიოლოს შეგირდები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და სამხრეთ ამერიკელები მთელი შეხვედრა მდევრის როლში გახლდნენ.

ესპანელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს, ექვსმა მოთამაშემ მინიმუმ 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 20 ქულა რიკი რუბიომ ჩააგდო. რუდი ფერნანდესმა ორმაგი დუბლი შეასრულა 11 ქულა და 10 მოხსნა. არგენტინაში 24 ქულით გაბრიელ დეკი გამოირჩა. ლუის სკოლამ თავის შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და მხოლოდ რვა ქულას დასჯერდა.

ტურნირის MVP რიკი რუბიო გახდა, რომელიც ტურნირზე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.4 ქულას, 6 პასს და 4.6 მოხსნას აგროვებდა.

თეგებირიკი რუბიო
0.112912