ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გოგოძემ ჩეხეთის ქალაქ ფრიდეკ მისტეკში გამართული 25 000 დოლარიანი ტურნირი მოიგო.
ქართველმა ფინალში გერმანელი კატერინა გერლახი 6:1, 7:6 დაამარცხა. ეკო მეორე სეტში 4:1-ს იგებდა, თუმცა მეტოქემ საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ეკო უკეთესი იყო და 7:5 იმარჯვა.
გორგოძემ მთლიანად ტურნირზე მხოლოდ ერთი სეტი დათმო.
ფინალური შეხვედრის სრული ჩანაწერი: