ფეხბურთი

12:42 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნორვიჩის" მწვრთნელი: "სიტისთან" გამარჯვება დავიმსახურეთ"

"ნორვიჩის" მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ფარკემ "მანჩესტერ სიტისთან" მოგებული (3:2) პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდისთვის და საერთოდ კლუბისთვის აღნიშნული დღე განსაკუთრებული იყო.

"მოგვიწია "სიტისთან" გეგმა ზედმიწევნით შეგვესრულებინა, რადგან მოწინააღმდეგეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ყავს, ჩვენ კიდევ ბევრი ტრავმირებული გვყავდა. ჩვენ დავიმსახურეთ მოგება, გამონაკლისი დავუშვით. ტეემუ პუკი შესანიშნავი იყო, არა მარტო იმიტომ რომ გოლი გაიტანა, არამედ მისი სამუშაოს გამო. ტეემუ გუნდზე ფიქრობს სულ და ამიტომაც დაიმსახურა ქება." - განაცხადა ფარკემ.

0.116532