ფეხბურთი

11:43 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალს" კროოსის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს შესთავაზებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. როგორც Bild-ი იუწყება, ინგლისელები ესპანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ გირვანქა სტერლინგს შესთავაზებენ. "ბლანკოსს" პოლ პოგბას დამატება სურს და შესაძლოა ტრანსფერში ფრანგიც ჩართოს.

კროოსი "რეალში" "ბაიერნიდან" 2014 წელს გადავიდა. მას შემდეგ გერმანელმა "სამეფო კლუბის" რიგებში 237 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტონი "რეალში" თამაშის პერიოდში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა, ხოლო ესპანეთის ჩემპიონი ერთხელ.

0.111447