ისტორია

9:55 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

15 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944. დაიბადა გიორგი სიჭინავა. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. 1964 წლის საკავშირო პირველობის ჩემპიონი, 1962 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ”დინამოს” შემადგენლობაში (ჩემპიონატები) ჩაატარა 163 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 32 საერთაშორისო შეხვედრაში გაიტანა 2 გოლი, ხოლო 10 სათასო შეხვედრაში ერთი გოლი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი. მონაწილეობდა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ოთხჯერ დაასახელეს ”33 საუკეთესოთა” შორის (1961, 1962, 1964, 1966). საერთაშორისო კლასის ოსტატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1879. პიმ მულიერმა ჰოლანდიაში საფეხბურთო კლუბი ”ჰაარლემი” დააარსა.

1903. ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრიში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “გრემიუ”. გუნდმა 1983 წელს ,ოპივა საკონტინენტთაშორისო, 1983 და 1985 წლებში – ლიბერტადორესის თასები. ბრაზილიის ორგზის ჩემპიონი (1981, 1986). 1989, 1994, 1997, 2001 წლებში მოიპოვა ბრაზილიის თასი. 1990 წელს დაეუფლა ბრაზილიის სუპერთასს. რიუ-გრანდი-დუ-სულის (“გაუშუს ლიგა”) 35-გზის ჩემპიონი. “გრემიუ” ასპარეზობს “ოლიმპიკო მონუმენტალის” სტადიონზე, რომლის ტრიბუნები 51 082 მაყურებელს იტევს.

1923. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, უილიამ ტილდენმა უილიამ ჯონსტონი 6:4, 6:1, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 43-ე ჩემპიონი გახდა.

1951. გერმანელმა მძლეოსანმა ემილ ზატოპეკმა 20 კმ-ზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:01.15).

1960. ”მონრეალ კანადიენსის” ლეგენდარულმა მოთამაშემ მორის რიშარმა (”რაკეტა”) სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე განცხადება გააკეთა.

1978. მუჰამედ ალიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ლეონ სფინქსი 15 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

1988. ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერს, 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის ნება დართეს. ლილეჰამერმა ამერიკულ ანკორიჯს აჯობა.

2000. სიდნეიში თანამედროვეობის ოცდამეჩვიდმეტე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

2006. სექტემბრის ბაშოს მეექვსე ტურის შეხვედრაში კოკაი დასავლეთის მეორე მაეგაშირა ტოკიტენკუსთან დამარცხდა.

2007. მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა, ირლანდიის ნაკრებთან წააგო (10:14).

2007. ბრაზილიაში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ წონითი კატეგორია) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ასევე ქართველი ათლეტი, ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) იუკოთი დაამარცხა.

2007. სექტემბრის ბაშოზე, კოკაი აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირა ივაკიამასთან დამარცხდა.

2008. იტალიური საჯინიბოს “ტორო როსოს” გერმანელმა მრბოლელმა შებასტიან ფეტელმა მონცას გრან პრი მოიგო. ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, რომელმაც ფორმულა1-ის გრან პრიზე იმარჯვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1881. ეტორე ბუგატი. სპორტული ავტომანქანების იტალიელი კონსტრუქტორი.

1915. ჰელმუტ შიონი. გერმანელი საფეხბურთო მწვრთნელი. გფრ-ის ნაკრებს 1974 წელს მსოფლიოს, ხოლო 1972 წელს ევროპის ჩემპიონობა მოაპოვებინა. გფრ-ის ნაკრები 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში გაიყვანა, 1970 წელს კი მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა. 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს წვრთნიდა 1964-78 წლებში. ფეხბურთელობისას ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ამპლუით ფორვარდი 1937-41 წლებში თამაშობდა გერმანიის ნაკრებში, ჩაატარა 16 მატჩი, გაიტანა 17 გოლი.

1917. პუენტე ვარელა. 1935-42 წლებში ურუგვაის ნაკრების ფორვარდი. 1942 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 24 მატჩი, გაიტანა 19 გოლი. ურუგვაის ოთხგზის, არგენტინის ორგზის ჩემპიონი.

1933. კვარენტინია. 1950-60-ინა წლებში გამოდიოდა “ბოტაფოგოში”. 308 გატანილი გოლით კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ბრწყინვალედ ურთიერთქმედებდა გარინჩასთან. 1959-63 წლებში გამოდიოდა ბრაზილიის ნაკრებში და მის რიგებში ჩატარებულ 13 მატჩში გაიტანა 14 გოლი.

1935. ჩინეზინიო. 1956-61 წლებში გამოდიოდა ბრაზილიის ნაკრებში. ეროვნულ გუნდში ჩაატარა 17 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1967 წელს ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი გახდა.

1936. ეშლი კუპერი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1957 წლის აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული.

1938. რაფაელ ოსუნა. ესპანელი ჩოგბურთელი. 1963 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი.

1941. ფლორიან ალბერტი. 1960-70იანი წლების უნგრული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. უნგრეთის ნაკრებში გამოდიოდა 1959-74 წლებში და მადიართა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 75 მატჩში გაიტანა 31 გოლი. უნგრეთის ხუთგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1967 წელს დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. 1967 და 1968 წლებში აღიარეს უნგრეთის საუკეთესო მოთამაშედ.

1944. გიორგი სიჭინავა. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. 1964 წლის საკავშირო პირველობის ჩემპიონი, 1962 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ”დინამოს” შემადგენლობაში (ჩემპიონატები) ჩაატარა 163 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 32 საერთაშორისო შეხვედრაში გაიტანა 2 გოლი, ხოლო 10 სათასო შეხვედრაში ერთი გოლი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი. მონაწილეობდა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ოთხჯერ დაასახელეს ”33 საუკეთესოთა” შორის (1961, 1962, 1964, 1966). საერთაშორისო კლასის ოსტატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

1951. იოჰან ნეესკენსი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის”, “ბარსელონას” და ნიუ იორკის “კოსმოსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1974 და 1978 წლების ჩემპიონატების ფინალისტი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. “აიაქსის” შემადგენლობაში სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი, ორჯერ ევროპის სუპერთასი, თითოჯერ თასების და საკონტინენტთაშორისო თასები. ჰოლანდიის სამგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელი. ესპანეთისა და აშშ-ის ჩემპიონი.

1954. ვერნერ ლიჩკა. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებისა და ოსტრავას “ბანიკის” ფორვარდი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ჩეხოსლოვაკიის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ორჯერ გახდა ჩეხოსლოვაკიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. “ბანიკის” ლეგენდარული ფეხბურთელი. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა. მუშაობდა ჩეხიისა და პოლონეთის კლუბებში. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე ჩეხია ფინალში გავიდა, ლიჩკა კი მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.

1960. ალეკსეი ჩერედნიკი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნეპრის” ნახევარმცველი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2001 წლიდან დონეცკის “შახტარის” მწვრთნელ-სელექციონერია.

1966. დეიან სავიჩევიჩი. იუგოსლავიის ნაკრებისა და ”მილანის” ფეხბურთელი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1994). იტალიის ჩემპიონი.

1969. რევაზ არველაძე. საქართველოს ნაკრებისა და თბილისისდინამოსნახევარმცველი.საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი, გაიტანა ერთიგოლი.გამოდიოდა ბელგიისა და გერმანიის კლუბებში. პირველი ქართველიფეხბურთელი,რომელმაცგერმანულ ბუნდესლიგაში გოლის გატანა მოახერხა (”კიოლნისშემადგენლობაში). ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ იყო თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი, მოგვიანებით წვრთნიდა თბილისის "ლოკომოტივს" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს. რეზო არველაძე 2005-2008 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, 2008-2015 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.

1971. უეინ ფერეირა. სამხრეთ აფრიკელი ჩოგბურთელი. ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალისტი (1972).

1972. ჯანმარკო პოზეკიო. იტალიის საკალათბურთო ნაკრებისა და ”ბოლონიას” გათამაშებელი (185 სმ). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1975. ტომ დოლანი. ამერიკელი მოცურავე. 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1977. ჯეისონ ტერი. ”დალას მავერიკსის” გამთამაშებელი (188 სმ).

1980. მაიკ დანლივი. ”გოლდენ სტეიტ უორიორზის” ფორვარდი (203 სმ).

0.11421