ფეხბურთი

23:15 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „სიტის“ პირველი მარცხი

სანაკრებო პაუზის ბრალი იყო თუ რა, ფაქტი ერთია, „სიტიმ“ „ნორვიჩთან“ 2:3 წააგო და ლიდერ „ლივერპულს“ 5 ქულით ჩამორჩა. არადა, თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. სტუმრები უტევდნენ, მასპინძლები თავს იცავდნენ. მაგრამ მე-18 წუთზე „თუთიყუშებმა“ კუთხური მოაწოდეს და კენი მაკლინმა ანგარიში გახსნა. მეტიც, ნახევარი საათის თავზე, „ნორვიჩი“ უკვე 2:0 იგებდა.

გვარდიოლა შეგირდებს შეტევისკენ მოუწოდებდა. მაგრამ „ქალაქელებმა“ მიზანი ვერ გაასწორეს. მასპინლებმა კი თავისი შანსი ხელიდნ არ გაუშვეს და ფინელმა ტეემო პუკიმ მესამეც შეადგო.

ამრიგად „სიტიმ“ პირველად წააგო მიმდინარე სეზონში.

სამაგიეროდ, სანაკრებო პაუზას „ლივერპულზე“ არ უმოქმედია. მწყობრი ფეხბურთით ისინი აგრძელებენ მოგებებს. თუ გასული სეზონის ბოლოსაც ჩავთვლით, ეს მერსისაიდელების ზედიზედ მეთოთხმეტე გამარჯვებაა.

სტუმარმა „ნიუკასლმა“ მხოლოდ ნახევარ საათს გაძლო. გოლიც გაიტანა და დაცვაშიც კარგად ირჯებოდა, მაგამ საკმარისი იყო „ლივერპულს“ ტემპისთვის მოემატებინა, რომ „კაჭკაჭების“ თავდაჯერებიდან აღრაფერი დარჩა.

ჯერ კიდევ პირველ ტაიმში „წითლები“ სადიო მანეს დუბლით დაწინაურდნენ. სურათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა და ერთი გოლიც მო სალაჰმა დაამატა.

საინტერესო გამოდგა „ვულვზი“ – „ჩელსის“ შეხვედრაც. „არისტოკრატთა“ ახალწვეულმა, ტემი აბრაჰამმა სამი „მგლებს“ გაუტანა და ერთიც საკუთრ კარში შეაგდო. ახლა აბრაჰამი სერხიო აგუეროსთან ერთად, 7 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს. სხათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა პრემიერლიგის ისტორიაში, როცა ფეხბურთელმა ჰეთ თრიქი შეასრულა და შემდეგ საკუთარ კარში გაიტანა.

„ტოტენჰემმა“ „კრისტალ პალასისგან“ ქვა ქვაზე არ დატოვა. ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. დუბლი შეასრულა კორეელმა სონმა.

„მანჩესტერმა“ „ლესტერს“ 1:0 მოუგო, თუმცა დიდი გაჭირვებით.

ინგლისი

პრემიერლიგა. 14 სექტემბერი

ლივერპული - ნიუკასლი 3:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 51 430

0:1 ვილემსი (7), 1:1, 2:1 მანე (28, 40), 3:1 სალაჰი (72)

ლივერპული: ადრიანი, ალეკსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, მატიპი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (შაჩირი 84), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (მილნერი 75), მანე, სალაჰი, ორიჯი (ფირმინო 37)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ნიუკასლი: დუბრავკა, დამეტი, შერი (ფერნანდესი 82), ლასკელესი, ვილემსი, კრაფტი (მანკილო 67), შელვი, ჰაიდენი, ალმირონი (მუტო 67), ატსუ, ჟოელინტონი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება არ ყოფილა

ნოვიჩი - სიტი 3:2

ნორვიჩი. „ქეროუ როუდი.“ 27 035

1:0 მალკინი (18), 2:0 კანტუელი (28), 2:1 აგუერო (45), 3:1 პუკი (50), 3:2 როდრი (88)

ნორვიჩი: კრული, ბაირემი, ლუისი, ამადუ, გოდფრი, კანტუელი, ბუენდია (დრმიჩი 83), შტიპერმანი (სრბენი 89), მაკლინი, ტეტი, პუკი

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, ზინჩენკო, ოტამენდი, გიუნდოგანი (დე ბრუინი 57), როდრი, სტერლინგი, აგუერო, დავიდ სილვა (ჟეზუსი 57), ბერნარდუ სლკვა (მაჰრეზი 73)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: ბაირემი (45), მაკლინი (64), კანტუელი (87); ბერნარდუ სილვა (69)

ბრაიტონი - ბარნლი 1:1

1:0 მოპე (51), 1:1 ჰენდრიკი (90+1)

ვულვზი - ჩელსი 2:5

0:1 ტომორი (31), 0:2, 0:3, 0:4 აბრაჰამი (34, 41, 55), 1:4 აბრაჰამი (69, საკ. კარში), 2:4 კუტრონე (85), 2:5 მაუნტი (90+5)

მანჩესტერი - ლესტერი 1:0

1:0 რაშფორდი (8, პენ)

ტოტენჰემი - კრისტალ პალასი 4:0

1:0 სონი (10), 2:0 ვან ანჰოლტი (21, საკ. კარში), 3:0 სონი (23), 4:0 ლამელა (42)

შეფილდი - საუთჰემპტონი 0:1

0:1 ჯენელო (66)

0.119451