ფეხბურთი

22:40 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" "ლოკომოტივი" დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩში ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ბათუმელთაგან გოლები ვლადიმერ მამუჩაშვილმა (36წ) და ჯოვინო ფლამარიონიომ (60წ) გაიტანეს, ხოლო მამუჩაშვილმა ავტოგოლი 71-ე წუთზე მიითვალა.

"დინამომ" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი შინ 20 სექტემბერს ჩაატარებს და მისი მეტოქე "საბურთალო" იქნება. "ლოკომოტივი" კი სტუმრად "რუსთავს" დაუპირისპირდება.

დღეს ასევე გაიმართა მეორე შეხვედრა, სადაც "დილამ" "რუსთავს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ორივე გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება, გორელები 28 ქულით მე-8 ადგილზე არიან, ხოლო რუსთაველები 30 ქულით - მე-7 ადგილზე.

0.12901