ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელმა დივოკ ორიჯიმ "ნიუკასლთან" მოგებულ პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში კოჭის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ტრავმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმის შესახებ გერმანელს ინფორმაცია არ აქვს.
ორიჯი მიმდინარე სეზონში მოედანზე ექვს შეხვედრაში გავიდა და ერთი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რვაჯერ გამოიჩინა თავი.