ფეხბურთი

16:10 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიუგარი: "ნეიმარმა პსჟ-ს ბოდიში უნდა მოუხადოს"

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კრისტოფ დიუგარი მიიჩნევს, რომ ნეიმარმა „პარი სენ ჟერმენს“ ბოდიში უნდა მოუხადოს. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონის აზრით, ბრაზილიელმა კლუბის, გულშემატკივრებისა და ქალაქის მიმართ პატივისცემა უნდა გამოავლინოს.

„ნეიმარმა პსჟ-ს და გულშემატკივრებს ბოდიში უნდა მოუხადოს. ის უნდა იყოს ყველასთვის მაგალითი, გარდა ამისა, საუბარია გუნდის, ქომაგებისა და ქალაქის პატივისცემაზეც.

პირადად მე დაუყოვნებლივ გავყიდდი, მაგრამ მანამდე ალტერნატივას მოვძებნიდი. 250 მილიონი ევროთი და ხელფასით, რომელიც ნეიმარს აქვს, სამი-ოთხი ძალიან კარგი ტრანსფერის გაკეთებაა შესაძლებელი“, - თქვა დიუგარმა.

შეგახსენებთ, ნეიმარი ზაფხულის განმავლობაში გუნდის დატოვებას ლამობდ ადა დღემდე არ უთამაშია. თუმცა, ტომას ტუხელის განცხადებით, „სტრასბურთან“ შეხვედრაში ნეიმარი განაცხადში იქნება და სეზონში მისი დებიუტიც სავარაუდოდ შედგება.