ფეხბურთი

12:29 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: "სტერლინგი ნეიმარზე უკეთესი ფეხბურთელია"

ინგლისური „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი რაჰიმ სტერლინგის თამაშით მოხიბლულია. ვეტერანი ინგლისელის განცხადებით, „მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნეიმარზე მაღლა დგას და დღეისთვის მსოფლიოს 5 საუკეთესო თავდამსხმელს შორის შედის.

„ამჟამად სტერლინგი მსოფლიოს ხუთ ან ექვს საუკეთესო თავდამსხმელში შედი. ამ ჯგუფში მასზე წინ მხოლოდ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. ახლახან დავწერე, რომ საუკეთესო მარცხენა შემტევები ის და სადიო მანე არიან. ვფიქრობ, ნეიმარზე წინ დგას და შეუძლია მბაპეს სიმაღლესაც უწიოს. მისი პროგრესი კრიშტიანუ რონალდუს განვითარებას მაგონებს, რომელსაც „მანჩესტერში“ მიაღწია. არ ასრულებს ჯარიმებს და პენალტების, როგორც რონალდუ და შესაბამისად, რთულია მასავით ბევრი გოლი გაიტანოს, მაგრამ სტერლინგს ნამდვილად შეუძლია ამ სეზონში „სიტისთვის“ 30 გოლი გაიტანოს“, - თქვა კარაგერმა.

0.113616