ფეხბურთი

22:47 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი შესაძლოა მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდეს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მეკარე ალისონ ბეკერი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და შესაძლოა მოედანს ოქტომბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდეს. როგორც იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, კლუბის მიზანია ბრაზილიელი ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ დაბრუნდეს.

"ალისონი აღდგენით პროცესს გადის. მან მართლა მძიმე ტრავმა მიიღო. რთულია იმის თქმა თუ როდის დაბრუნდება ბრაზილიელი. ჩვენი მიზანია სანაკრებო მატჩების (ოქტომბრის შუა რიცხვები) შემდეგ ფეხბურთელი მწყობრში იყოს, თუმცა ამაში დარწმუნებულები არ ვართ. ვიმედოვნებ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება." - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს The Independent-ი.

ბრაზილიელმა მეკარემ ფეხის ტრავმა პრემიერლიგის პირველ ტურში "ნორვიჩის" წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120401