ფეხბურთი

19:26 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რთული პერიოდი გვაქვს"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის განცხადებით, მის გუნდს ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ჩვეულ სიმაღლეს დაუბრუნდება. გარდა ამისა, ზიდანმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც ისაუბა და იმედი გამოთქვა, რომ ლუკა მოდრიჩის შემდეგ „რეალს“ არავინ გამოაკლდება.

„არსებობს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური საკითხები. მართალია, ლუკა მოდრიჩი გამოგვაკლდა, მაგრამ სხვები დაბრუნდნენ. ყველას ექნება შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს გუნდის წარმატებაში.

ამ ტიპის პრობლემებს ყველა აწყდება. ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც არასდროს ისევენებენ და თავიანთ ეროვნულ ნაკრებებშიც მუდმივად თამაშობენ. ყველა შემთხვევაში მე ვენდობი იმ ხალხს, რომლებიც აქ მუშაობენ, რადგან ისინი საუკეთესოები არიან. იმედია, ლუკას შემდეგ ტრავმებს თავს ავარიდებთ. რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ თავს დავაღწევთ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ ლა ლიგაში სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს მოპოვებული, შაბათს კი, საკუთარ მოედანზე „ლევანტეს“ უმასპინძლებს.

სტატისტიკა
0.233548