ინგლისური პრემიერლიგის ოფიციალურ ტვიტერზე იმ მწვრთნელის ვინაობა დასახელდა, ვინც აგვისტოს საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს.
პრიზის მფლობელი „ლივერპულის“ დამრიგებელი, იურგენ კლოპი გახდა. გასულ თვეში მერსისაიდელებმა „ნორვიჩს“ (4:1), „საუთჰემპტონს,“ (3:1), „არსენალს“ (3:1) და „ბარნლის“ (3:0) მოუგეს. 12 გოლი გაიტანეს და მხოლოდ სამი გაუშვეს.
ამისდაკვალად, კლოპის შეგირდები, 4 ტურის შემდეგ, პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერები არიან.
კლოპის გარდა, აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელობის ნომინანტები „მანჩესტერ სიტის“ პეპ გვარდიოლა, „კრისტალ პალასის“ როი ჰოჯსონი და „ლესტერის“ ბრენდან როჯერსი იყვნენ.