38 წლის ამერიკელი კალათბურთელი ჯო ჯონსონი ახალი სეზონიდან "დეტროიტ პისტონსის" ღირსებას დაიცავს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კალათბურთელმა მიჩიგანელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჯონსონს "ფინიქსში", "ბოსტონში", "ატლანტაში", "ბრუკლინში", "იუტაში" და "ჰიუსტონში" უთამაშია. ჯო კარიერაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16 ქულას, 4 მოხსნას და 3.9 პასს აგროვებდა.
ჯონსონს ყველა ვარსკვალვის მატჩზე შვიდჯერ უთამაშია.