ჩოგბურთი

12:50 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეესკუ: „ჩემპიონობას ჯერ ვერ შევეჩვიე“

ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულმა, 19 წლის კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გონებრივი ვიზუალიზაცია მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

„12 თუ 13 წლიდან გონებაში ვხატავდი თუ როგორ მოვიგებდი დიდი სლემის ტურნირს და ეს ძალიან დამეხმარა წარმატებაში. მჯერა, რომ ჩვენს რეალობას გონებიდან ვქმნით. ჩემს შემთხვევაში ეს სიგიჟეს უფრო გავდა.

ძალიან მსიამოვნებს ასეთი მხარდაჭერა ადამიანებისგან. დიდ სიყვარულს ვგრძნობდი არა მხოლოდ გასულ კვირას, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ახლა წარმოდგენა არ მაქვს, ეს სიკეთე როგორ გადავუხადო ამ ადამიანებს.

US Open-ის მოგება მართლაც ძალიან დიდი წარმატებაა. ჩემპიონობას ჯერ ვერ შევეჩვიე. შენი გვარის დიდი ჩემპიონების გვერდით ხილვა, ფანტასტიკური შეგრძნებაა. ვიმედოვნებ, ასევე გავაგრძელებ.“ - ციტირებს ანდრეესკუს სიტყვებს Tennis World USA.

0.113992