ჩოგბურთი

12:14 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლაისტერსი ჩოგბურთს უბრუნდება

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელი, 36 წლის ბელგიელი კიმ კლაისტერსი ჩოგბურთს უბრუნდება, აღნიშნული ინფორმაცია თავად კიმმა გაავრცელა.

კლაისტერსი საჩოგბურთო კარიერას 2020 წლიდან განაახლებს, იქამდე კი აქტიურად ივარჯიშებს.

კიმ კლაისტერსმა კარიერა 1997 წელს დაიწყო და 2012 წელს დაასრულა. ბელგიელს ოთხი დიდი სლემის ტიტული და WTA-ის 41 ტურნირი აქვს მოგებული. 2001 წელს ბელგიის ნაკრებთნ ერთად ფედერაციის თასი მოიგო. წლის შემაჯამებელ ტურნირს სამჯერ დაეუფლა.

0.130579