ფეხბურთი

11:48 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ერიკსენს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

"ტოტენჰემმა" 27 წლის დანიელ შემტევს კრისტიან ერიკსენს ახალი 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლონდონელები ერიკსენს წელიწადში 7.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. სეზონის ბოლოს დანიელს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი უმთავრდება და დონდონელები ცდილობენ შემტევი გუნდში დატოვონ.

გავრცელებული ინფორმაციით, კრისტიანის დამატებით "ინტერი", "იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" არიან დაინტერესებულები.

გასულ სეზონში ერიკსენმა"ტოტენჰემის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 51 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 11 გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.260856