ისტორია

9:48 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

13 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973. დაიბადა ფაბიო კანავარო. იტალიის ნაკრების, “ნაპოლის,” ”პარმას,” “ინტერის”, “რეალის”, ”იუვენტუსის”, “ალ აჰლის” მცველი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2006 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. “სკუადრა აძურას” კაპიტანი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 136 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 1994 და 1996 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ესპანეთის ჩემპიონი (2007, 2008). “იუვენტუსის” შემადგენლობაში 2004 და 2005 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი, თუმცა მოგვიანებით ტიტული ჩამოართვეს. “პარმას” რიგებში მოგებული აქვს უეფას (1999) და იტალიის (1999, 2002) თასები, იტალიის სუპერთასი (1999). 2013 წლიდან მწვრთნელად მუშაობდა "ალ აჰლიში", "გუანჯოუ ევერგრანდში", "ალ ნასრიში", ამჟამად ჩინური "ტიანჯინ ქუანჯიანის" მთავარი მწვრთნელია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1910. იტალიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი ”რეჯინა”.

1930. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, დოეგმა შილდსი 10:8, 1:6, 6:4, 16:14 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 50-ე ჩემპიონი გახდა.

1930. ფინელმა სტაიერმა პაავო ნურმიმ 20 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:04.38).

1933. ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “აუსტრია”. 1978 წელს გუნდს “კაზინო” დაერქვა, 1997-ში – “ვუსტენროტი”, 2005 წლის 6 აპრილს კი კლუბი კომპანია “რედ ბულმა” იყიდა. ახალმა მეპატრონემ განაცხადა, რომ ახალ კლუბს ქმნიდნენ, თუმცა ავსტრიის საფეხბურთო ფედერაციამ “რედ ბულ ზალცბურგი” წინა კლუბების მემკვიდრედ სცნო. ზალცბურგელი გულშემატკივრების ნაწილი “აუსტრიას” აღდგენას ითხოვდა და ამ სახელწოდების ზალცბურგული გუნდი ავსტრიის დაბალ ლიგაში ასპარეზობს.

1959. თბილისის ”დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ბულგარეთის სოფიის ”ლევსკის” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი ლევან ჟორდანიამ გაიტანა. მატჩი თბილისში ჩატარდა. ”დინამო”: კვაჭაძე, ჩოხელი, თორაძე, ხოჭოლავა, ა. კოტრიკაძე, ზეინკლიშვილი, მელაშვილი, ბარქაია, ლ. ჟორდანია, ღოღობერიძე, დათუნაშვილი (გაგნიძე). გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1959. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარია ფრეზერმა კრისტინ ტრუმენი 6:1, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 73-ე ჩემპიონი გახდა.

1964. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარია ფრეზერმა კაროლ გრებნერი 6:1, 6:0 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 78-ე ჩემპიონი გახდა.

1964. ჩოგბურთში აშშ-ის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, როი ემერსონმა ფრედერიკ სტოლი 6:4, 6:2, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 84-ე ჩემპიონი გახდა.

1970. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკცთა ტურნირის ფინალში, ავსტრალიელმა კენ როზუოლმა ტონი როჩი 2:6, 6:4, 7:6, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 90-ე ჩემპიონი გახდა.

1971. დაარსდა მსოფლიოს ჰოკეისტთა ასოციაცია (WHA).

1972. თბილისის ”დინამომ” ევროთასებზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. გუნდმა თბილისის ”ლოკომოტივის” სტადიონზე (თამაშს 36 ათასი მაყურებელი დაესწრო) უეფას თასის ოცდამეთექვსმეტედფინალის პირველ შეხვედრაში, ჰოლანდიის ენსხედეს ”ტვენტეს” უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა. ქართველთაგან გოლები გივი ნოდიამ (2) და დავით ყიფიანმა გაიტანეს. ”დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (ლ. ნოდია), გ. ნოდია, ყიფიანი. გუნდს გავრიილ კაჩალინი წვრთნიდა.

1978. თბილისის ”დინამომ” უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალის პირველ მატჩში ნეაპოლის ”ნაპოლს” 2:0 მოუგო. თბილისის ”დინამოს” სტადიონზე თამაშს 74 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები დავით ყიფიანმა და რამაზ შენგელიამ გაიტანეს. ”დინამო”: გოგია, კოსტავა, კანთელაძე, ჩივაძე, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია (სულაქველიძე). გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1981. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯონ მაკინროიმ ბიორნ ბორგი 4:6, 6:2, 6:4, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 101-ე ჩემპიონი გახდა.

1992. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, შტეფან ედბერგმა პიტ სამპრასი 3:6, 6:4, 7:6, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 112-ე ჩემპიონი გახდა.

1994. უეფას თასის პირველი ეტაპის პირველ მატჩში, თბილისის ”დინამომ” ავსტრიის ინსბრუკის ”ტიროლს” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი პენალტით (თერთმეტრიანი გოჩა ჯამარაულის ინდივიდუალურ გარღვევას მოჰყვა) რეზო არველაძემ გაიტანა. ”დინამო”: ზოიძე, ნემსაძე, ლობჟანიძე, შელია, ინალიშვილი, ყაველაშვილი (ცქიტიშვილი), ა. არველაძე (დიდავა), ჯამარაული, რ. არველაძე, ქინქლაძე, შ. არველაძე. ”დინამომ” მატჩის დიდი ნაწილი ათი კაცით ჩაატარა. მსაჯმა ორი ყვითელი ბარათის მიღებისთვის მოედნიდან მურთაზ შელია გააძევა. გუნდს გივი ნოდია წვრთნიდა.

1995. უეფამ კიევის ”დინამოს” სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ამის მიზეზი ”დინამო”-”პანათინაიკოსის” მატჩის წინ უკრაინელთა მიერ ესპანელი არბიტრის ლოპეს ნიეტოს მოსყიდვის მცდელობა გახლდათ (მსაჯს ნატურალურბეწვიანი ქურქი აჩუქეს). თუმცა, უეფამ კიეველებს დისკვალიფიკაცია მალევე გაუუქმა.

2006. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, ფინეთის ნაკრებთან წააგო (81:91).

2006. სექტემბრის ბაშოზე, კომუსუბის ტიტულით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა, კოკაიმ აღმოსავლეთის სეკივაკე მიაბიამა დაამარცხა.

2006. პარიზში ჩატარებულ ძიუდოისტთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთს სძლია და პირველობა მოიპოვა.

2006. ლა კორუნიას “დეპორტივოს” ყოფილი ფორვარდი, დიეგო ტრისტანი “მალიორკაში” გადავიდა.

2007. ტოკიოს ბაშოზე, ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ დასავლეთის მეთექვსმეტე მაეგაშირა ჰაკუროძანთან წააგო.

2008. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის შესარჩევ მატჩში გასვლაზე სლოვაკიაში 101:76 მოიგო.

2010. რაფა ნადალმა პირველად მოიპოვა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონობა. ფინალში მან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:4, 5:7, 6:4, 6:2 მოუგო. ნადალი მეშვიდე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ოთხივე სადიდსლემო ტურნირზე იმარჯვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1896. მორის კირკსი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1920 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1930. ჯეიმს მაკლეინი. ამერიკელი მოცურავე. 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში, 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1931. მარჯორი ჯექსონი. ავსტრალიელი სპრინტერი. 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1933. ბენტ ჰანსენი. 1958-65 წლებში დანიის საფეხბურთო ნაკრების მცველი. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. დანიის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1952. იოჰანა კლაიერ-შალერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი მძლეოსანი ქალი. 100 მეტრზე თარბრჯენით რბენაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1959. ალგიმანტას შალნა. ლიტველი ბიატლონისტი. 7,5 კილომეტრზე ესტაფეტაში 1984 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1966. იგორ კრავჩუკი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და ”ოტავას” მოთამაშე.

1967. მაიკლ ჯონსონი. ამერიკელი სპრინტერი. 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში. 200 და 400 მეტრზე რბენაში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 400 მეტრზე და ამავე დისტანციაზე ესტაფეტით რბენაში. 1991, 1993, 1995, 1997 წლებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სხვადასხვა დისტანციაზე რბენაში. 400 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდსმენი. 1996 წელს დაასახელეს პლანეტის საუკეთესო სპორტსმენად.

1969. დანიელ ფონსეკა. 1990-იან წლებში ურუგვაის ნაკრების ფორვარდი. 1995 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 30 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობაში 1998 წელს იტალიის ჩემპიონი გახდა. სერია A-ში ჩაატარა 215 მატჩი, გაიტანა 78 გოლი.

1971. გორან ივანიშევიჩი. ხორვატი ჩოგბურთელი. შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში. 2001 წელს მოგებული აქვს უიმბლდონის ტურნირი. ამავე შეჯიბრებაზე 1992, 1994 და 1998 წლებში ფინალში იასპარეზა.

1973. ფაბიო კანავარო. იტალიის ნაკრების, “ნაპოლის,” ”პარმას,” “ინტერის”, “რეალის”, ”იუვენტუსის”, “ალ აჰლის” მცველი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2006 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. “სკუადრა აძურას” კაპიტანი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 136 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 1994 და 1996 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ესპანეთის ჩემპიონი (2007, 2008). “იუვენტუსის” შემადგენლობაში 2004 და 2005 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი, თუმცა მოგვიანებით ტიტული ჩამოართვეს. “პარმას” რიგებში მოგებული აქვს უეფას (1999) და იტალიის (1999, 2002) თასები, იტალიის სუპერთასი (1999). 2013 წლიდან მწვრთნელად მუშაობდა "ალ აჰლიში", "გუანჯოუ ევერგრანდში", "ალ ნასრიში", ამჟამად ჩინური "ტიანჯინ ქუანჯიანის" მთავარი მწვრთნელია.

1982. ნენე ილარიო. ბრაზილიის ნაკრებისა და ”დენვერ ნაგითსის” მძიმე ფორვარდი (206 სმ). ნიკოლოზ ცქიტიშვილის ყოფილი პარტნიორი.

0.119091