ფეხბურთი

2:04 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალექს სანდრო: "ღამეში 300 ევრო თუ დავხარჯე, თავს დამნაშავედ ვგრძნობ"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო როგორც ჩანს, ბრაზილიელებს ნაკლებად ჰგავს. როგორც სამხრეთ ამერიკელმა იტალიურ მედიას განუცხადა, დრეში 300 ევროს დახარჯვა თუ უწევს, თავს დამნაშავედ გრძნობს.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფეხბურთელები გართობის მოყვარულნი არიან, მაგრამ როგოც ჩანს, სანდროსთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.

„ატლეტიკო პარანაენსეს“ ახალგაზრდულ გუნდში 15 წლის ასაკში მოვხვდი და თვეში ხელფასი 100 დოლარი მქონდა. თუმცა, გუნდმა ყველაფერი უფასოდ მომცა - სახლი, საკვები, სკოლა. ამის ხარჯზე მხოლოდ 50 დოლარს ვხარჯავდი და დანარჩენს ვაგროვებდი. 300 დოლარი რომ შევაგროვე, მშობლებს მივეცი, რომლებმაც ეს ფული სახლს მოახმარეს. შემეძლო სხვა რამე მეყიდა, მაგრამ იმ მომენტში ოჯახის დახმარება მომიწია.

ახლა, მშობლებთან ერთად ერთ საღამოს 300-400 ევროს ხშირად ვხარჯავ, მაგრამ შემდეგ ვფიქრობ, რამდენი ბრაზილიური ვალუტის ექვივალენტია ეს თანხა და თავს ცოტა არ იყოს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ერთ საღამოს ამდენი ფული დავხარჯე“, - თქვა ალექს სანდრომ.

სტატისტიკა
0.213907