ფეხბურთი

0:43 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი სებალიოსი: "არსენალსა" და "რეალს" შორის განსხვავება არაა"

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა დანი სებალიოსმა The Guardian-თან საუბარში აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალსა“ და ლონდონურ კლუბს შორის განსხვავება არაა.

„მომწონს ქალაქი, პრემიერლიგა და „არსენალი“. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და მადრიდის „რეალთან“ დიდ განსხვავებას ვერ ვამჩნევ. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმ ნდობით, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ გამომიცხადა“, - თქვა სებალიოსმა.

შეგახსენებთ, ესპანელი ფეხბურთელი „რეალის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და „არსენალში“ გასულ ზაფხულს იჯარის წესით გადაბარგდა.

0.113848