ფეხბურთი

23:15 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალი დაეი: "რონალდუ ჩემს რეკორდს დაამხობს"

ირანული ფეხბურთის ლეგენდა ალი დაეი დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ რონალდუ მის რეკორდს მოხსნის. საქმე ისაა, რომ დაეს სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი, 109 გოლი აქვს გატანილი და კარგა ხანია რეკორდის მფლობელია.

ყველაზე ახლოს კი ხსენებულ შედეგთან კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება, რომელსაც პორტუგალიის ნაკრებში 93 გოლი აქვს გატანილი და შესაბამისად, 16 გოლი აშორებს ირანელის რეკორდთან.

„რონალდუ 109 გოლზე მეტს გაიტანს. ის უდიდესი ფეხბურთელია და ამის გაკეთებას მალე მოახერხებს. ჩემთვის სამწუხარო თუ იქნება? არა, ეს ფეხბურთის ნაწილია, ყველა რეკორდი ადრე თუ გვიან უნდა მოიხსნას. გარდა ამისა, ის დიდებული ფებხურთელია“, - უთხრა ირანელმა A Bola-ს.

ალი დაეიმ ირანის ნაკრებში 1993-2006 წლებში 149 მატჩში მოახერხა 109 გოლის გატანა, ხოლო რონალდუს 160 შეხვედრაში აქვს 93 გოლი გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129953