ფეხბურთი

22:50 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" სელადესი გაწვრთნის

"ვალენსიას" ახალი მწვრთნელი ალბერტ სელადესი გახდა. ესპანელმა "ღამურების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარსელინო შეცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სელადესმა საფეხბურთო კარიერა 2009 წელს დაიწყო და 2013 წელს ესპანეთის 16-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ ალბერტი ესპანეთის 21 და 17 წლამდელთა ნაკრებებსაც წვრთნიდა. გასული წელს სელადესი იულენ ლოპეტეგის თანაშემწე იყო ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის "რეალში".

მარსელინო "ვალენსიას" 2017 წლიდან წვრთნიდა. მას შემდეგ ესპანელის გუნდმა 110 მატჩი ჩაატარა, საიდანაც "ღამურებმა" 56 მოიგეს და 29 ფრედ დაასრულეს. 2017/18 წლების სეზონში "ვალენსია" ლა ლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე გადაერთო, სადაც ნახევარფინალამდე მივიდა. ნახევარფინალში მარსელინოს გუნდი ლონდონის "არსენალთან" დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123028