ფეხბურთი

22:23 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი ნეიმარის ტრანსფერზე: "პარი სენ ჟერმენთან" მოლაპარაკება რთულია"

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი ფიქრობს, რომ "ბლაუგრანამ" ნეიმარის დასაბრუნებლად ყველა საჭირო ხერხი არ გამოიყენა.

"ნეიმარის დაბრუნებას ვისურვებდი. გულწრფელად რომ გითხრათ, დარმუნებული არ ვარ ბრაზილიელის დასაბრუნებლად "ბარსელონამ" ყველაფერი გააკეთა თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ "პარი სენ ჟერმენთან მოლაპარაკება რთულია. იმედგაცრუებული არ ვარ. გამოწვევებისთვის შესანიშნავი შემადგენლობა. ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი სათამაშო დონით და სპონსორებით კლუბი დიდ მოგებას ნახავდა." - ციტირებს Sport-ი მესის სიტყვებს.

მიმდინარე წლის ზაფხულში ნეიმარს "ბარსელონას" უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა. ბრაზილიელი ფრანგულ გრანდში 2017 წელს გადავიდა. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა პსჟ-ს მაისურით 58 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 51 გოლი და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სტატისტიკა
0.245974