ფეხბურთი

21:57 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედს" დე ხეასთან შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ დავი დე ხეასთან ახალ შეთანხმებას მიაღწევს. აღნიშნული ინფორმაცია Manchester Evening News-მა გაავრცელა. "წითელი ეშმაკები" შეეცდებიან ესპანელი მეკარე კონტრაქტის ამოწურვამდე ახალ გრძელვადიან კონტრაქტზე დაითანხმონ.

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ პირობებს სთავაზობს ინგლისური კლუბი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარეს. დე ხეას ხელშეკრულების ვადა 2020 წლის ივნისს ეწურება და იანვრიდან უფლება აქვს ნებისმიერ კლუბთან ღიად აწარმოოს მოლაპარაკება. დავიდი "წითელ ეშმაკებს" 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა და მას შემდეგ 366 მატჩი ჩაატარა. ესპანელი 2013 წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა.

0.115036