ფეხბურთი

18:42 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფრე იმერულ დერბიში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში იმერული დერბი შედგა საჩხერის „ჩიხურასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის.

ორივე გუნდისთვის მიმდინარე სეზონი არცთუ წარმატებით მიმდინარეობს და ამიტომაც, ქულების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო.

მთავარი მოვლენები კი ბოლო წუთებში განივთარდა, რადგან 87-ე წუთამდე ანგარიში გახსნილი არ იყო. თუმცა, დარჩენილ მცირე დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს. თავიდან „ჩიხურა“ ჩიკვაიძის გოლით დაწინაურდა და თითქოს ეს გამარჯვების გოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე შოთა კაშიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და „ტორპედომ“ წაგებას თავი დააღწია.

ქუთათურთა აქტივში 26 თამშში მოპოვებული 39 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ჩიხურას“ 32 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა.

„ჩიხურა“ - „ტორპედო“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჩიკვაიძე (87), 1:1 კაშია (90, ა.გ)

0.126282