აკი ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს მესამე გამარჯვება მოიპოვა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუ ჯურიოს მეთერთმეტე ნომერ ჩიიონოუმს და მისი დამარცხება ოშიდაშის ილეთით მოახერხა.
გაგამ შერკინებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და მცირეწინოსან მეტოქესთან გამკლავება კარგად მოახერხა. ის დოჰიოს კუთხესთან მიიმწყვდია და შემდეგ ზღვარს მიღმა მოისროლა.
ჩვენებური აღნიშნულ მეტოქეს მეხუთედ შეხვდა და ურთიერთშეხვედრებში დაწინაურდა, რადგან 3 მოგების წილ 2 მარცხი აქვს. თავად ჩიპნოუმს კი შემოდგომის სუპერტურნირზე 1 მოგების საპირისპიროდ 4 წაგება აქვს.
ქართველ გოლიათს დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5 მოგება მართებს, ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესაბარჩუნებლად კი დარჩენილიდან 3 გამარჯვებაც საკმარისი იქნება.
ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჯურიოს მეშვიდე ნომერი კიოკუშუჰო იქნება, რომელიც მიმდინარე ბაშოზე კარგად ასპარეზობს და 5 ორატაბრძოლიდან მხოლოდ 1-ში დამარცხდა. ქართველ გოლიათთან ურთიერთშეხვედრებში კი მცირე უპირატესობა აქვს -12 მოგება და 11 მარცხი.