ფეხბურთი

23:04 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტმა შოთა არველაძე გამოსამშვიდობებელ თამაშზე მიიწვია

შოთა არველაძე ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, რაფაელ ვან დერ ვაარტის გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას „ფონდი არველაძის“ ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

შეხვედრა 13 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართება და ჰოლანდიელის მიწვევით არველაძე ვარსკვლავების გუნდში ითამაშებს.

ვანდერ ვაარტმა კარიერა 2018 წელს დანიურ „ესბიერგშ“ დაასრულა, სადაც ლაშა პარუნაშვილის თანაგუნდელი იყო. არველაძესთან ერთად კი, „აიაქსში“ 2000-2001 წლების სეზონში თამაშობდა.

რაფაელს კარიერის განმავლობაში „რეალის“, „ტოტენჰემის“, „ბეტისისა“ და „მიდტიულანდის“ ღირსება დაუცავს, ხოლო საუკეთესო პერიოდი „ჰამბურგში“ გაატარა 2005-2008 და 2012-2015 წლებში.

0.131944