ფეხბურთი

21:23 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია "ლოკომოტივის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადშია

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ სოლომონ კვირკველია ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა. რუსული გუნდის ვებგვერდმა დღეს გაავრცელა იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებიც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას და მათ შორის ქართველი ფეხბურთელიცაა.

მოგეხსენებათ, კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონშიც ითამაშა და მოედანზე 5-ჯერ გავიდა, ერთხელ კი წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია მოიხადა.

ჩვენებურს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია და იური სიომინის განცხადებით, მოედანზე გასვლის შესაძლებლობას მას შემდეგ მისცეს, რაც ტრავმას სრულად მოიშუშებს.

„ლოკომოტივი“ კი ჯგუფურ ეტაპს „ლევერკუზენთან“ საგარეო მატჩით ერთ კვირაში დაიწყებს. გერმანელების გარდა, მოსკოველებს ტურინის „იუვენტუსთან“ და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მოუწევთ დაპირისპირება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130558