ფეხბურთი

20:22 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიეტუვა - რონალდუს 150-ე "მსხვერპლი"

კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ლიეტუვასთან პოკერი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი ვერაფერს აკლებს.

როგორც Opta იტყობინება, ლიეტუვა 150-ე მეტოქე იყო, რომელიც პორტუგალიელმა დაამწუხრა.

ჩამონათვალში შედის როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე (მათ შორის ამხანაგური მატჩებიც) გატანილი გოლები. ამრიგად, რონალდუს 150 მოწინააღდეგე მინიმუმ ერთხელ მაინც ჰყავს დამწუხრებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111628