ფეხბურთი

16:17 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ისევ მესის გარეშეა

კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერის, ლიონელ მესის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი „ვალენსიასთან“ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მესი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და მზადებას ისევ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს. გარდა „ვალენსიასთან“ შეხვედრისა, არაა გამორიცხული ლეოს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის გამოტოვებაც მოუხდეს, რომელსაც „ბარსა“ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმა აგვისტოს დასაწყისში პირველივე ვარჯიშზე მიიღო და მას შემდეგ სეზონის არცერთ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია.

სტატისტიკა
0.226417