სხვა

10:41 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მეორე მარცხი აკი ბაშოზე (+VIDEO)

აკი ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მეორე მარცხი განიცადა. გაგამარუ იჩიამამოტოს დაუპირისპირდა და შიტატედაშინაგის ილეთით დამარცხდა.

გაგამ ორთაბრძოლის დაწყებისთანავე უპირატესობა მოიპოვა, ის იყო შედარებით მცირეწონოსანოი მეტოქე დოჰიოდან უნდა გადაეყვანა, თუმცა ახალგაზრდა სუმოისტმა შეხვედრა თავის სასიკეთოთ შემოატრიალა და ქართველი გოლიათი დოჰიოზე დასცა.

ჩვენებურის მეტოქეს მიმდინარე ბაშოზე სამიდან 3 მარცხი ჰქონდა და ჯუღელს მასთან გამკლავება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ ჯურიოს მეცხრე ნომერმა შემოდგომის სუპერტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება იყო და ანგარიშში 25 წლის მეტოქე დაწინაურდა.

გაგამარუს აკი ბაშოზე 2 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან 6 მოგება მართებს, თუმცა პრესტიჟულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად საერთო ჯამში 6 გამარჯვება სჭირდება.

ქართველი გოლიათის მომავალი მეტოქე ცოტა ხანში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136337