ფეხბურთი

22:14 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ხელფასის სახით "რეალზე" 30 მილიონით მეტს იხდის

ესპანურმა გამოცემამ Marca-მ ლა ლიგის ყველა კლუბის სახელფასო ბიუჯეტები გამოაქვეყნა.

განვლილი სეზონის მსგავსად ყველაზე მეტ ხელფასს ფეხბურთელებს "ბარსელონა" გადაუხდის. კატალონიელები 2019/20 წლების სეზონში მოთამაშეებს 671 მილიონ ევროს გადაუხდიან, მეორე ადგილზე მადრიდის "რეალია" (641 ევრო). წინა სეზონში "რეალის" სახელფასო ფონდი 566 მილიონი ევრო იყო.

მესამე პოზიციაზე "ატლეტიკოა", რომლის სახელფასო ფონდი 348 მილიონი ევროა. "სევილია" - 185, "ვალენსია" - 170.

ყველაზე დაბალი 30-მილიონიანი სახელფასო ფონდი "მალიორკას" აქვს.

ჯამში ესპანეთის ჩემპიონატის ყველა კლუბი ხელფასის სახლით 2.93 მილიარდ ევროს გასცემს.

0.107383