„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ვილიარეალის“ ყოფილი თავდამსხმელი ჯუზეპე როსი, ჟურნალისტებს მისი „ბარსელონაში“ ვერგადასვლის მიზეზსა და ჩილელი ალექსის სანჩესის კატალონიურ კლუბში მოხვედრის შესახებ ესაუბრა.
„მანჩესტერში სანჩესს შევახსენე, რომ თავის დროზე „ბარსელონაში“ ჩემი წყალობით მოხვდა. მათ ჩემი გადაბირება სურდათ 2011 წელს, მაგრამ „ვილიარეალი“ არ დათახმდა კატალონიელთა წინადადებას და „ბარსა“ ამის შემდეგ გადაერთო სანჩესზე.“ - უთხრა როსიმ La Gazzetta dello Sport-ს.
როსის ბოლო კლუბი „ჯენოა“ გახლდათ.