აკი ბაშოზე ლევან გორგაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი წლის მეხუთე სუპერტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ჰოკოტოფუჯის დაუპირისპირდა და იორიტაოშის ილეთით დაამარცხა.
ჩვენებურს პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა ჰქონდა, თუმცა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია და მეტოქის დამარცხება მოახერხა. ეს აღნიშნული წყვილის მე-7 დაპირისპირება გახლდათ და ამ მხრივ მოგება წაგების ბალანსში ჩვენებურმა მეტოქეს 1 მოგებით გადაასწრო - 4:3. აღსანიშნავია ისიც, რომ ტოჩისა და ჰოკოტოფუჯის ბოლო სამი ორთაბრძოლიდან ყველა ქართველის გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელ მეტოქეს მიმდინარე ბაშოზე ლევანის მსგავსად 2 მარცხის საპირისპიროდ მხოლოდ 1 მოგება აქვს.
ამრიგად ჩვენებურს დარჩენილი 12 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 7-ის მოგება მართებს, რადგან ოძეკის წოდება შეინარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პრესტიჟულ ტიტულს დაკარგავს.
ტოჩინოშინოს მომდევნო მეტოქე კი აბი იქნება, რომელსაც აქამდე 5-ჯერ შეხვედრილა და მოგება-წაგების ბალანსი ქართველის სასარგებლოდ 3:2-ზეა.