ფეხბურთი

10:27 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: „მთავარია, რომ გავიმარჯვეთ“

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჟურნალისტებთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ესტონეთთან გამარჯვების შესახებ (4:0) ისაუბრა.

„მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. ესტონეთმა გაცილებით ცუდად ითამაშა, ვიდრე წინა მატჩში. მარცხენა ფრთიდან გვინდოდა შეგვეტია, მაგრამ არ გამოგვდიოდა. მეორე ტაიმში კი უკეთ ვირჯებოდით ბაბელის წყალობით. ფრენკი დე იონგმა შესანიშნავად ითამაშა. მომოწონს როგორ ეწყობა ის ვეინალდუმს. კარგი საცქერი იყო როგორ ასრულებდნენ ფეხბურთელები დავალებებს.“ - უთხრა კუმანმა L'Equipe-ს.

0.120093