ფეხბურთი

21:39 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველოს ნაკრები ბაქოში აზერბაიჯანთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ბაქოშია და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩისთვის ემზადება. გია ცეცაძის გუნდმა დღეს ვარჯიში აზერბაიჯანის დედაქალაქში, "დალღა არენაზე" ჩაატარა.

"პატარა ჯვაროსნებმა" ოთხი დღის წინ შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გორში ლიხტანშტაინთან გამართეს და ადვილად, 4:0 იმარჯვეს. თავის მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ აზერბაიჯანმა სლოვაკეთის დამარცხება შეძლო (2:1).

ცეცაძის განკარგულებაში ავადმყოფობის გამო დავით სამურკასოვი და თორნიკე ძებნიაური არ იმყოფებიან, დანარჩენი მოთამაშეები კი მწყობრში არიან:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა);

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).

აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრა კი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

0.104983