ჩოგბურთი

14:14 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: "კარგი იქნება თუ ყველაზე მეტი დიდი სლემის ტურნირი მექნება მოგებული"

ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა ფინალში მედვედევის 7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- რაფა, რას ნიშნავს შენთვის ასეთი ფინალის მოგება?

- მატჩის ბოლო სამი საათი ძალიან რთული იყო, როგორც მენტალურად ისე ფიზიკურადაც. მატჩის შემდგომ ნაჩვენებმა ვიდეომ და ფანებმა შექმნეს ეს მომენტი განსაკუთრებული და დაუვიწყარი ჩემთვის. დანილმაც შექმნა ეს მომენტი იმით თუ როგორ იბრძოდა და თამაშობდა. დარწმუნებული ვარ მოგების კიდევ ბევრი შანსი ექნება.
- როგორ აღწერ დღევანდელ ეპიკურ ფინალს?
- მატჩის დრამატული ფინალი ხდის ამ დღეს დაუვიწყარს. ეს თასი ბევრს ნიშნავს ჩემთვის. კმაყოფილი ვარ იმით თუ როგორ გავუმკლავდი რთულ მომენტებს. ჩვეულებრივ, ვცდილობ ემოციების შეკავებას ხოლმე, მაგრამ ეს დღეს შეუძლებელი იყო.
- რას იტყვი დანილის მომავალზე ჩოგბურთში?
- ის მხოლოდ 23 წლისაა. ძალიან შთამბეჭდავი წელი აქვს. დარწმუნებული ვარ შეძლებს დიდი სლემის ტურნირის მოგებას. რთულია მომავლის წინასწარმეტყველება, მაგრამ მისი კარიერა კარგად გამოიყურება.
- მატჩის შემდეგ ეკრანზე აჩვენეს ვიდეო, სადაც ჩამოთვლილი იყო შენს მიერ მოგებული ყველა დიდი სლემის ტურნირი. იმ მომენტში ძალიან ემოციური იყავი. რას ფიქრობდი იმ დროს?
- ვბერდები (იცინის). იმის ნახვა თუ რა გზა გამოვიარე და რომ ისევ შემიძლია თამაში, განსაკუთრებულია ჩემთვის. მქონია ფიზიკური პრობლემები და ასეთ დროს მენტალური პრობლემები კიდევ უფრო რთულდება. შეუძლებელი იყო ამ ვიდეოს ყურებისას ემოციების შეკავება.
- უკვე 19 დიდი სლემის ტიტული გაქვს მოგებული. რას იტყვი შეჯიბრზე შენს, ფედერერსა და ჯოკოვიჩს შორის?
- კარგი იქნება თუ ყველაზე მეტი დიდი სლემის ტურნირი მექნება მოგებული, მაგრამ მე არ ვვარჯიშობ და არ ვთამაშობ ჩოგბურთს ამისთვის. ჩემთვის ჩოგბურთი იმაზე მეტია, ვიდრე დიდი სლემი. მე ვთამაშობ იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი და დღევანდელის მსგავსი გამარჯვებები მხდის ბედნიერს. შეუძლებელია ყოველ დღე იმაზე ვიფიქრო ვის უფრო მეტი ან ნაკლები დიდი სლემის ტიტული აქვს.
- ფიქრობ, რომ დღევანდელ მატჩში შენი უპირატესობა გამოცდილება იყო?
- 23 წლის ასაკთან შედარებით 33 წელი არამგონია უპირატესობა იყოს (იცინის), თუმცა, შეიძლება მენტალურად კი. მიუხედავად ცუდად დაწყებული მეხუთე სეტისა, იმედი მაინც მქონდა, რომ შანსი მექნებოდა. ეს ყველაფერი ჩემმა პირადმა გამოცდილებამ მასწავლა ამ წლების განმავლობაში.
- როგორ შეცვალე შენი თამაში ასაკის მატებასთან ერთად და როჯერის მსგავსად, თუ ფიქრობ რომ 3-4 წლის მერეც ითამაშებ ჩოგბურთს?
- მე მხოლოდ ახლო მომავალზე ვფიქრობ. შეუძლებელია იწინასწარმეტყველო რა მოხდება ცხოვრებაში. ყველაფერი ძალიან უცბად იცვლება ხოლმე და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მე მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობ. მთელი კარიერის განმავლობაში ვცდილობ თამაშის გაუმჯობესებას, რათა კონკურენტუნარიანი ვიყო.

0.123071