ფეხბურთი

13:35 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი და სუარესი "ვალენსიასთან" ითამაშებენ

ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში "ბარსლეონა" შინ "ვალენსიას" დაუპირისპირდება. "ვალენსიას" წინააღმდეგ კატალონიელების გუნდს ორი ლიდერი ლუის სუარესი და ლიონელ მესი დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ორივე მოთამაშემ ტრავმა მოიშუშა და "ვალენსიასთან" სათამაშოდ მზად არიან. გავრცელებული ინფორმაციით უსმან დემბელე ისევ ტრავმირებულია და აღდგენით პროცესს კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

"ბარსელონა" "ვალენსიას" შეხვედრა 14 სექტემბერს გაიმართება.

სტატისტიკა
0.2459