ისტორია

9:45 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

9 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2012. აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალში სერენა უილიამსმა ვიკტორია აზარენკა 6:2, 2:6, 7:5 დაამარცხა. სერენამ მეთხუთმეტე სადიდსლემო ტურნირი მოიგო, ამერიკის ჩემპიონატზე კი მეოთხედ იმარჯვა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1893. გერმანიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი ”შტუტგარტი”. 1950, 1952, 1984, 1992 და 2007 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1954, 1958, 2003 წლებში მოიპოვა გერმანიის თასი.

1895. აშშ-ი დაარსდა ბოულინგის მოთამაშეთა გაერთიანება ”ბოულინგის კონგრესი”.

1923. ნორვეგიელმა სტაიერმა ალბინ სტენროოსმა 20 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:07.11).

1928. ჰაიტელმა მძლეოსანმა სილვიო კატორიმ სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7.92).

1933. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ფრედ პერიმ ჯეკ კროუფორდი 6:3, 11:13, 4:6, 6:0, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 53-ე ჩემპიონი გახდა.

1934. მაჩადო და სილვა ვალდო. ბრაზილიელი ფორვარდი, რომელიც ცხრა სეზონის განმავლობაში “ვალენსიაში” გამოდიოდა. ორჯერ მოიპოვა ბაზრობათა თასი და ესპანეთის თასი. 1967 წელს გახდა ესპანეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ბრაზილიაში გადასვლამდე გამოდიოდა “ფლუმინენსეში” და გატანილ გოლთა რაოდენობით, 314 რიო დე ჟანეირული კლუბის რეკორდსმენია.

1940. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, მაკნილმა რიგზი 4:6, 6:8, 6:3, 6:3, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მესამოცე ჩემპიონი გახდა.

1947. დიდმა ბრიტანელმა სტაიერმა ლინ ფიცჯერალდმა 24 საათის განმავლობაში, 133 მილი და 939 იარდი გაირბინა.

1956. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, შირლი ფრაიმ ალთეა გიბსონი 6:3, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 70-ე ჩემპიონი გახდა.

1956. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ავსტრალიელმა კენ როზუოლმა ლუის ჰოადი 4:6, 6:2, 6:3, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 76-ე ჩემპიონი გახდა.

1962. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარგარეტ კორტმა დარლინ ჰარდი 9:7, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 76-ე ჩემპიონი გახდა.

1962. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ავსტრალიელმა როდ ლეივერმა როი ემერსონი 6:2, 6:4, 5:7, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 82-ე ჩემპიონი გახდა.

1970. როტერდამის ”ფეიენოორდმა” საკონტინეტთაშორისო თასის განმეორებით მატჩში, არგენტინის ”ესტუდიანტესს” 1:0 მოუგო (ერთადერთი გოლი ვან დალემ გაიტანა) და ვინაიდან ბუენოს აირესში პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, ჰოლანდიური კლუბი საპატიო პრიზის მფლობელი გახდა.

1971. ლეგენდარულმა კანადელმა ვეტერანმა ჰოკეისტმა გორდი ჰოუმ აქტიური სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე განცხადება გააკეთა. იგი 55 წლამდე ჰოკეის ეროვნულ ლიგაში საკუთარ ვაჟებთან ერთად თამაშობდა.

1972. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ბილი ჯინ კინგმა მელვილი 6:3, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 86-ე ჩემპიონი გახდა.

1973. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ავსტრალიელმა ჯონ ნიუკომბმა იან კოდეში 6:4, 1:6, 4:6, 6:2, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 93-ე ჩემპიონი გახდა.

1974. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ბილი ჯინ კინგმა ივონ გულაგონგი 3:6, 6:3, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 88-ე ჩემპიონი გახდა.

1978. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, კრის ევერტმა პემ შრაივერი 7:5, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 92-ე ჩემპიონი გახდა.

1979. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ტრეისი ოსტინმა კრის ევერტი 6:4, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 93-ე ჩემპიონი გახდა.

1984. თბილისის ”დინამომ” იუგოსლავიური ტურნეს მსვლელობისას ადგილობრივ ”ელკროის” 10:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები მერაბ ჟორდანიამ (3), ვაჟა ჟვანიამ (2), გურამ ჩქარეულმა (2), ვლადიმერ გუცაევმა, რამაზ შენგელიამ და გრიგოლ ცაავამ გაიტანეს. ”დინამო”: ქანთარია, მიქაბერიძე, პაიკიძე (მახარაძე), ჭედია (უკლება), სიჭინავა, ჟორჟიკაშვილი (გურული), ჟორდანია, ჩქარეული, გუცაევი (ჟვანია), ცაავა, შენგელია. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1984. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯონ მაკინროიმ ივან ლენდლი 6:4, 6:3, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 104-ე ჩემპიონი გახდა.

1987. ”ბოსტონ სელტიკსის” ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლარი ბერდმა, ზედიზედ 59-ე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.

1990. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, პიტ სამპრასმა ანდრე აგასი 6:4, 6:3, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 110-ე ჩემპიონი გახდა.

1991. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონ მაიკ ტაისონს დეზირე ვაშინგტონის გაუპატიურების ოფიციალური ბრალდება წაუყენეს.

1995. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, შტეფი გრაფმა მონიკა სელეში 7:6, 0:6, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 109-ე ჩემპიონი გახდა.

2006. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, ისლანდიის ნაკრებს მოუგო (80:65).

2006. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში რუსმა მარია შარაპოვამ ბელგიელი ჟუსტინ ენენ-არდენი 6:4, 6:4 დაამარცხა.

2007. სექტემბრის ბაშოზე, კოკაის სახელით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა, ლევან ცაგურიამ დასავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირა, ფუტენო დაამარცხა.

2007. კამერუნის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, გერმანელი ჰორსტ კაპელი დაინიშნა.

2007. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 7:6, 7:6, 6:4 მოუგო.

2008. ჟურნალ “ვენითი ფეარისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ტურ დე ფრანსის” შვიდგზის გამარჯვებულმა ამერიკელმა ლენს არმსტრონგმა განაცხადა, რომ 2009 წელს პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ ველორბოლაში მონაწილეობას მიიღებდა.

2012. აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალში სერენა უილიამსმა ვიკტორია აზარენკა 6:2, 2:6, 7:5 დაამარცხა. სერენამ მეთხუთმეტე სადიდსლემო ტურნირი მოიგო, ამერიკის ჩემპიონატზე კი მეოთხედ იმარჯვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1908. ჯონ ჰაეტონი. ამერიკელი ბობსლეისტი. 1928 და 1948 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ვერცხლის მედლები.

1919. გოტფრიდ დინსტი. შვეიცარიელი საფეხბურთო არბიტრი. შვეიცარიის ჩემპიონატში იმსაჯა 1083 მატჩი. დინსტს მსოფლიოს 1966 წლის, ევროპის 1968 წლის, ჩემპიონთა თასის 1961 და 1965 წლების ფინალების არბიტრობა მიანდეს. იმსაჯა 1965 წლის ბაზრობათა თასის ფინალიც.

1924. ნინო ბიბია. იტალიელი ბობსლეისტი. 1948 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1926. გერმან ზონინი. საბჭოთა საფეხბურთო მწვრთნელი. 1972 წლის ოლიმპიადაზე საკავშირო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, როცა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. 1972 წელს ვოროშილოვგრადის (ლუგანსკის) “ზარია” ქვეყნის ჩემპიონი გახადა. 1966 წელს ბირმის ნაკრებს აზიის თამაშები მოაგებინა. 1987-88 წლებში წვრთნიდა თბილისის “დინამოს”.

1943. ფრენკ კლარკი. 1970-იან წლებში “ნოტინგემ ფორესტის” მცველი. ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1979, 1980). ინგლისის ჩემპიონი და ქვეყნის ასოციაციის თასის მფლობელი. გასული საუკუნის 90-იან წლებში წვრთნიდა “ნოტინგემ ფორესტსა” და “მანჩესტერ სიტის”.

1949. ჯონ კარი. დიდი ბრიტანელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი. შიდსის ვირუსით გარდაიცვალა 1994 წელს.

1954. უოლტერ პოლ დევისი. ამერიკელი კალათბურთელი. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1963. რობერტო დონადონი. იტალიის ნაკრების (1986-96), “ატალანტას”, “მილანის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. ხუთჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი და იტალიის ჩემპიონობა. ორჯერ მოიპოვა ევროპის სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი. წვრთნიდა “ლეკოს”, “ლივორნოს”, “ჯენოას”, იტალიის ნაკრებს (2006-08).

1966. ელისონ საიდორი. ამერიკელი ველოსიპედისტი. 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1968. ჯონათან დრამონდი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი ამერიკის ნაკრების რიგებში.

1971. ჯილ სადათი. ამერიკელი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1974. ლი ო’ბრაიენი. ამერიკელი სოფტბოლისტი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

0.125276