ფეხბურთი

2:41 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვოს მყვირალა მწვრთნელი

კოსოვოს ნაკრები შესაძლოა, ერთა ლიგის ფინალში გაისად გაზაფხულზე საქართველოს ნაკრების მეტოქეც გახდეს, ამიტომ მისი ამბები განსაკუთრებით გვაინტერესებს.

ევრო 2020-ის A შესარჩევ ჯგუფში ისინი ახლა 8 ქულით მეორე ადგილზე დგანან 9-ქულიანი ინგლისელების შემდეგ. მანამდე კი ბულგარეთთან შინ ფრედ ითამაშეს (1:1), ასეთი ანგარიშით დაუზავდნენ სტუმრად ჩერნოგორიას, გასვლაზე დაამარცხეს ბულგარეთი (2:3) და 7 სექტემბერს ჩეხებს სძლიეს შინ - 2:1.

10 სექტემბერს ისინი ინგლისს ეწვევიან „უემბლიზე.“ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კოსოვოელთა მწვრთნელმა, ბერნარ შალანდმა, ერთობ ემოციური პრესკონფერენცია ჩაატარა.

68 წლის შვეიცარიელი სპეციალისტი თავიდან ჩვეულ, მშვიდ სტილში ურთიერთობდა ჟურნალისტებთან, მაგრამ უცებ ყვირილი დაიწყო და არცთუ მთლად ადეკვატურად იქცეოდა.

მერე ცოტა დაწყნარდა და შემდეგი თქვა: „ინგლისთან მოგება ჩვენი ოცნებაა. ვიმედოვნებ, მათთან შეხვედრა კოშმარით არ დამთავრდება ჩვენთვის. კოსოვოს არ ჰყავს სუპერვარსკვლავები, თუმცა, ყველა ფეხბურთელს შეუძლია ბოლო წუთამდე იბრძოლოს ქვეყნის პრესტიჟისთვის.“ - ციტირებს შალანდის სიტყვებს The Sun.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113596