საქართველოს ნაკრების ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ დანიასთან (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, საქართველოს ნაკრები პროგრესირებს და ეს ბოლო ორმა შეხვედრამ დაადასტურა.
„დღეს ტაქტიკურად ძალიან გამართულად ვითამაშეთ. ყველა პოზიციაზე ფეხბურთელები, განსაკუთრებით წინა ხაზში, ძალიან დაიხარჯნენ. რაც მთავარია, პროგრესი გვაქვს თამაშიდან თამაშამდე. ეს ჯგუფი სამწუხაროდ ცუდად დავიწყეთ, დავუშვით პოზიური თუ ინდივიდუალური შეცდომები განვლილ მატჩებში, მაგრამ დღეს გამოვასწორეთ, კარგი დისციპლინით და აგრესიულად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. სამხრეთ კორეასთანაც კარგი მატჩი გვქონდა, მოგება შეგვეძლო და შემიძლია ვთქვა, რომ პროგრესს განვიცდით.
ბელარუსს სახლში ვხვდებით და თუ ასე გამართულად ვითამაშებთ, გავიმარჯვებთ. როდესაც დაცვაში ასე ითამაშებ და დანიის ნაკრებს შანსს არ მისცემ, ალბათ ეს ბელარუსთან გამარჯვებისთვის საკმარისი იქნება.
ირლანდიას რაც შეეხება, აქაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, გოლები დაგვჭირდება. დღესაც კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ, ამიტომ ასეთ მატჩებში უფრო მეტი მომენტი უნდა შევქმნათ და გამოვიყენოთ“, - აღნიშნა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 თამაშის შემდეგ 4 ქულა აქვს და ქვეჯგუფში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.